ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე ქართული შოუ-ბიზნესის ყველა თაობის წარმომადგენელმა მოიყარა თავი და მომღერალს ახალი კლიპი მიულოცა.
სიმღერა და კლიპი საკმაოდ რითმულია, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილის ხელწერა და შესრულების მანერა განსაკუთრებით ემოციურს და მელოდიურს ხდის.
სიმღერა სტუდია „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა და მას ქორეოგრაფიულად ირაკლი ფიფიას სტუდიის მოცეკვავეები აფორმებენ.
ნოდიკო ტატიშვილი:
- როცა ახალი სიმღერის და
- რატომ შეარჩიეთ მთავარ როლზე ნანუკა გულუა?
- ზუსტად ისეთი პერსონაჟია, როგორიც გვჭირდებოდა და გაამართლა ჩვენმა მოლოდინმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ნანუკა გულუა
- მთელი გული და სული ჩავდე ამ კლიპში, მინდოდა, ნოდიკოს და რეჟისორის იმედები გამემართლებინა. მგონი გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ვულოცავ ნოდიკოს ამ კლიპის პრეზენტაციას.
ნოდიკო ტატიშვილის კლიპის ჩვენებისას თიკა ფაცაციამ და ნინი ბადურაშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და მელოდიას ცეკვით აჰყვნენ.
მაიკო კაჭკაჭიშვილი
- ვულოცავ ნოდიკოს, ულამაზესი იყო სიმღერაც, ტექსტიც და კლიპიც. ჩემს სიმღერას რომ არ მღეროდა, მინდოდა მინუსის დაწერა, მაგრამ ერთი მინუსიც ვერ ვიპოვე. ძალიან მაგარი ნამუშევარია.
თამრიკო ჭოხონელიძე
- ნოდიკოს სიმღერა ძალიან მომწონს, მისგან ყოველთვის საინტერესო ნამუშევარს ველოდები. ამჯერადაც არ გამიწბილა მოლოდინი, ეს სიმღერა ფაქტიურად ნოდიკოს შექმნილია. ზუსტად ის განწყობა შემიქმნა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ვულცოავ ამ წარმატებულ ნამუშევარს.
სალომე ბაკურაძე
- ნოდიკო ჩემს გარეშე და მე მის გარეშე არაფერი ვარ, მიკერძოებული ვიქნები, თუ მის ქება-დიდებას დავიწყებ. ყველაფერი გენიალური და იდეალური იყო. წინასწარ მქონდა ნანახი რამდენიმე კადრი და სთორიზეც მედო. ნოდიკოს წარმატებაში ეჭვი არ მეპარება და მინდა, მსოფლიოს მწვერვალებზე ვხედავდე მას.