19 ნოემბერი, 2018
"შენნაირების გამოა, ადამიანებს სიკეთის კეთება რომ აღარ უნდათ!" - ვინ გააღიზიანა ნუკა კვალიაშვილი
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პრობლემას ეხმაურება - ადამიანებს, რომლებიც ბინების კარებზე აკაკუნებენ, დახმარებას ითხოვენ და საკმაოდ ხშირად, ამას აგრესიულად აკეთებენ და ბევრი ამბობს, რომ თაღლითობენ კიდეც.

"ერთხელ მესმის კარზე გაუჩერებელი კაკუნი, გავაღე და დგას ქალი, სადღაც ასე 60 წლამდე, მაგრამ ძლიერი ქალები რომ არიან, ეგეთია. ბავშვების დასახმარებელ თანხას ვაგროვებო და რამით ხომ ვერ დამეხმარებითო. მედო ფული და 5 ლარი მივეცი, მადლობაო და განაგრძო კაკუნი სხვა კარზე.

გადის 1 კვირა და ისევ კაკუნია... ვაძინებ
ბავშვებს და ვერ ვაღებ. არჩერდება ნუ, აი, ინგრევა კარი... ავდექი, გამოვედი და ისევ ეს ქალი დგას, მიღიმის და ხომ ვერ დამეხმარებითო. ვიცანი, რომ ისევ ის იყო...

უბრალოდ ამ მომენტში ფული აღარ მედო და რაც მქონდა ხურდები, ავიღე და მივეცი, სადღაც 60-80 თეთრი. უცებ ეს ღიმილი შეეცვალა და უსაზიზღრესი სახე მიიღო...

არც მადლობა უთქვამს, არც არაფერი და უცებ მესმის ხმა, "ჩაილაპარაკა" - ეს რა არის, მათხოვარი კი არ ვარ!  განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS