19 ნოემბერი, 2018
4 რჩევა და ბროკოლის წვნიანის რეცეპტი, რომლითაც სალომე შარვაძემ 15 კილოგრამი დაიკლო
"ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის, ქეთის გარშემო ბოლო დროს საკმაოდ მოულოდნელი სცენარი განვითარდა, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორ განვითარდება ქეთის და ექიმი არჩილის ურთიერთობა, ამას დროთა განმავლობაში ვიხილავთ. მაგრამ როგორც ჩანს, წინ "ცხელი" სიუჟეტი გველოდება.

სანამ ქეთის და არჩილის ურთიერთობა მგზნებარე რომანში გადაიზრდება, მსახიობმა სალომე შარვაძემ წონაში 15 კილოგრამი დაიკლო და აპირებს კიდევ 15 კილოგრამი დაიკლოს.

Rating

ის შესაშურ ფორმაშია და როგორ მიაღწია ამ შედეგს, საკუთარი გამოცდილება "რეიტინგის" მკითხველს გაუზიარა.


- ზედმეტი 15 კილოგრამი მასაჟით და სწორი
კვებით დავიკელი. გამოვიკვლიეთ ჩემი სისხლის ჯგუფი და  ჩემი სისხლის მიხედვით შემიდგინეს დიეტა. ძირითადად ცილოვან საკვებს მივირთმევდი. ასევე ბროკოლის წვნიანს და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ვსვამდი წყალს. ეს არის აუცილებელი პირობა. წინ კიდევ ბევრი პროცედურა დამრჩა, კიდევ 15 კილოგრამი უნდა დავიკლო, მაგრამ მოკლე დროში მივიღე ასეთი ეფექტური შედეგი და მოტივირებული ვარ.

Rating

- გაგვიმხილე გასახდომი ბროკოლის წვნიანის მომზადების რეცეპტი...

- მოკლედ "ბოდი ქეარის" ბროკოლის წვნიანის მომზადების წესი ასეთია: ბროკოლი, ყაბაყი, ნიახური ძირებით, ხახვი, პომიდორი და ბულგარული ერთად უნდა მოვხარშოთ და დღეში სამჯერ მივირთვათ. ერთი კვირის მანძილზე ეს წვნიანი უნდა ვჭამოთ. ერთი კვირის შემდეგ, სწორ კვებაზე გადავდიოდი და შემდეგ ცილოვან საკვებს მივირთმევდი. ორ თვეში დავიკელი 15 კილოგრამი და ახალ წლამდე დანარჩენ კილოგრამებსაც დავიკლებ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეს ცხოვრებაა წესია ცხოვრების ქმარს ეყრები და იწყებ გალამაზებას
ქმარი აიტანს აი საყვარელთან კი ფორმაში უნდა იყოო,
17:29 / 11-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS