18 ნოემბერი, 2018
"თვი­თონ გა­მო­აკ­რა 48, ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი ვისი მომ­ხრეა და ვისი - არა"
"მე მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი, რო­გორც ხუმ­რო­ბა, ხუმ­რო­ბის უფ­ლე­ბა აღარ მაქვს, რად­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვარ?" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ბა­ნე­რის ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა. მისი თქმით, ეს მხო­ლოდ ხუმ­რო­ბა იყო.

"თვი­თონ გა­მო­აკ­რა 48, ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი ვისი მომ­ხრეა და ვისი - არა. ამა­ვე დროს გერ­მა­ნუ­ლა­დაც ვკი­თხუ­ლობ. მე მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი, რო­გორც ხუმ­რო­ბა, მე თვი­თონ. ხუმ­რო­ბის უფ­ლე­ბა აღარ მაქვს, რად­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვარ?" -
გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ორი დღის წინ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ბა­ნე­რის ფოტო, რო­მელ­საც რი­ცხვი 48 ეწე­რა და და­ა­წე­რა "მად­ლო­ბა ხა­ტი­ას". ცნო­ბი­ლია, რომ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობის" მხარ­დამ­ჭე­რია. როცა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პოსტს ფე­ის­ბუქ­ში ქი­ლი­კი მოჰ­ყვა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გვერ­დი­დან სა­მად­ლო­ბე­ლი პოს­ტი გაქ­რა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS