24 თებერვალი, 2014
ბერა ივანიშვილის მეგობარი გოგა ონიანს ზეწოლაში ადანაშაულებს
განყოფილებაში რომ მიმიყვანეს ამ ადამიანის ზეწოლა ხდებოდა ჩემზე რაღაც სულელური, აფსურდული კითხვებით. უნდოდა, რომ რაღაც სისულელეები მესაუბრა და ცუდი ინფორმაცია მელაპარაკა ლევან მდინარაძე იგივე რემბო წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დააკავეს. დიჯეი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი გახლავთ.
ბაჩო ახალაიას ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების შემდეგ ლევან მდინარაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ონიანის მისამართით სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა.

„გოგა ონიანს:
ალბათ ყველას გახსოვთ ჩემი დაკავება 2011 წლის 17 ოქტომბერს, ოფიციალურად დამაკავეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი
ვიყავი პირველივე დღიდან, ორგანიზიება უნდა გამეწია დიდი რაოდენობით მაისურების დარიგებისთვის.

ზუსტად მაგ დღეს გოგა ონიანის, ამ გარეწრის ორგანიზებით და მოხდა ჩემი დაკავება, ხელებშეკრული მანქანაში, რომ ჩამტენეს ეს ადამიანი მეუბნეოდა იმას, რომ სახელმწიფო ღალატისთვის დამიჭირეს.

განყოფილებაში რომ მიმიყვანეს ამ ადამიანის ზეწოლა ხდებოდა ჩემზე რაღაც სულელური, აფსურდული კითხვებით. უნდოდა, რომ რაღაც სისულელეები მესაუბრა და ცუდი ინფორმაცია მელაპარაკა.

ხმამაღლა მაიძულებდა, რომ მეთანამშრომლა. არაფერი რომ არ გამოვიდა, პირადად ამ ადამიანმა გამომიტანა განაჩენი და ზუსტად ეს სიტყვები მითხრა "აი ხომ არიგებდი ეხლა მაიკებს, ვნახოთ, რას გიშველის ეხლა შენი ბიძინა. პირობას გაძლევ, რომ იჯდები მინიმუმ 7 წელიო" - ჩემი პასუხი, რომ მიიღო კიდევ უფრო გამწარდა – კარგი, ვიჯდები-თქო, და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო დიდი ზეწოლა.

გოგა ონიანმა მოასწრო და ბევრი უდანაშაულო ქართველი გამოკეტა საკანში. ამ ადამიანის წყალობით გარდაიცვალა ბევრი და ბევრი ოჯახი გამწარდა. ეს არადამიანი იმსახურებს იმაზე მეტ სასჯელს, რაც დღევანდელ სასამართლოს შეუძლია გამოუტანოს.

და იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა ვინც ამ არამზადას იცავს, ამაზე უარესს ეღირსებით, რაც იმ გამწარებულმა ხალხმა ნახა, ამაში იყავით დარწმუნებულები.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდი მხარდაჭერით და პირადად ბატონი ბიძინას დახმარებით, მაინც გამომიშვეს და თამამად მინდა ვთქვა, რომ ჩემი დაწყებული საქმე, ძალიან დიდი მასშტაბებით მივიყვანე ბოლომდე. მე გახლდით „ქართული ოცნების“ ყველა აქციის ტექნიკური ორგანიზატორი.

მე დღეს ეს ძალიან მეამაყება.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
borotebo
არ ვიცნობ ონიანს მაგრამ ქართველები ხართ ბოროტები შურიანები და კიდევ თუ ითქმევა ცუდი ის ერი უმრავლესობა თქვენი ბელადისა და მისი ზოოპარკის ჩათვლით.იშვიათად ღვთისნიერი თუ დაწერს ნორმალურს წინადადებას.რა მოგჭონს თეთრი მაიმუნის ოჯახიას?მარტო პული, მათხოვრებო დადექით წაკუზულები რიგში,პინგვინი მოდის.
06:58 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ფუ შენი
რემბო კი არა ძრემბო ხარ
19:55 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლევან შენ კარგი დედმამის შვილი ხარ და კარგი შვილი,სჭორად მოიქეცი რომ ამხილე ეგ მკვლელი.კარგი იქნება სხვებიც თუ მოგბაძავენ
21:37 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
davito
რემბო მართალი ხარ ადრე უნდა დაეჭირათ ეგ ნაძირალა "ადვოკატი"
16:25 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
რემბოს
ძალიან კარგს იზამ თუ საჩივარს შეიტან ამ არაკაცის წინააღმდეგ,დაგვიანებით მაინც.მე ძალიან მიკვირს ამ გარეწარი ზონდერების წინაარმდეგ საქმეები რატომ ადრე არ აღიძრა,სანამ უმეტესობა სეინიღბებოდა ან ქვეყნიდან გაიქცეოდნენ.არავის არ უნდა შერცეს უდანასაულო ადამიანების გამწარება.
14:08 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS