არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.
„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ
მისი თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამის განხორციელება შესაძლებელია.
„ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა". იხილეთ ვიდეო: