14 ნოემბერი, 2018
სააკაშვილმა ბერა ივანიშვილს ქორწილი არ "შეარგო" - "გაგაცნობ ჩემს შვილს და შეგიძლია ესტუმრო ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში"
სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ბერა, გი­ლო­ცავ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ გი­თხრა, რომ რა­საც შენ ზო­მი­ერ ცხოვ­რე­ბას ეძა­ხი, არის 450 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ სა­სახ­ლე­ში ყოფ­ნა, სა­დაც თქვენ გემ­სა­ხუ­რე­ბათ 4 ვეტმფრე­ნი და თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­მო­აქვს საჭ­მე­ლი ტი­ბე­ტი­დან და ბევ­რი სხვა შო­რე­უ­ლი ად­გი­ლი­დან, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­ზე, სა­დაც 150 ათა­სი ბავ­შვი ყო­ველ­დღე შიმ­ში­ლობს, 1,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს მაქ­სი­მუმ 3 დო­ლა­რად დღე­ში, ხალ­ხს ენატ­რე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი და თქვენ კიდე ამ ხალ­ხს ჩა­უ­კე­ტეთ
სა­ლო­ცა­ვის კა­რე­ბი, რო­მე­ლიც არას­დროს და­კე­ტი­ლა აქამ­დე...

თუ გინ­და გა­ი­გო რო­გო­რია ზო­მი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, გა­გაც­ნობ ჩემ შვილს, რო­მე­ლიც შენი თა­ნა­ტო­ლია და შე­გიძ­ლია ერთი კვი­რით ეს­ტუმ­რო მას ოთახ­ნა­ხევ­რი­ან ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. ან კი­დევ, უფრო უკე­თე­სი-შე­უ­ა­რე ჩემს ნაც­ნობ ტყი­ბუ­ლელ ოჯახს, სა­დაც ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი 3 ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნი­დან მხო­ლოდ ერთ ოთახს იყე­ნე­ბენ იმი­ტომ, რომ და­ნარ­ჩე­ნი ორის გათ­ბო­ბის ფული არ აქვთ და გა­სინ­ჯე მათი "ზო­მი­ე­რი"ულუ­ფა.. ისე კი,გი­სურ­ვებ ბედ­ნი­ე­რე­ბას!" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS