14 ნოემბერი, 2018
ბერა: ჩემი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი თავის ქორ­წილ­თან და­კავ­შირ­ბე­ით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ტყუ­ილს უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მისი ჯვრის­წე­რის გა­მო სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან მრევ­ლი გა­მო­უშ­ვეს.

"მე არ შე­მიძ­ლია ნა­ხევ­რად სიყ­ვა­რუ­ლი ან მე­გობ­რო­ბა, ნა­ხევ­რად ერ­თგუ­ლე­ბა ან მტრო­ბა. თუ მიყ­ვარს - მიყ­ვარს ბო­ლომ­დე, მთე­ლი გუ­ლით, და ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვი­მე­ტებ ყვე­ლა­ფერს რაც მა­ბა­დია: დროს, ემო­ცი­ებს, ძა­ლას და თა­ვად სი­ცო­ცხლე­საც. დღეს, ისე რო­გორც არას­დროს, ჩემს გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ფობს. ნიც­შე სიყ­ვა­რულს სი­ნათ­ლეს ადა­რებ­და ("სიყ­ვა­რუ­ლი ნუ­გე­ში არაა, ის
თა­ვად სი­ნათ­ლეა") და მეც გულ­წრფე­ლად მინ­დო­და, რომ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის სი­ნათ­ლეს, თუნ­დაც ერთი დღით, გა­ე­ნა­თე­ბი­ნა ყვე­ლას გული, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­საც, მაგ­რამ შევ­ცდი.

იმ­დე­ნი წყევ­ლა-კრულ­ვა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ბოღ­მა და შური და­ვი­ნა­ხე, რომ წა­მი­ე­რად კი­ნა­ღამ და­ვე­თან­ხმე ნიც­შეს, რო­მე­ლიც წერ­და, რომ "ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ბო­რო­ტი ცხო­ვე­ლია". ამი­ტო­მაც ახლა მივ­მარ­თავ მათ, ვისი გო­ნე­ბაც ბოღ­მი­თა და შუ­რით არ არის შე­ბინ­დუ­ლი და ვი­საც უბ­რა­ლოდ მა­ვან­თა პო­ლი­ტი­კურ­მა ან­გა­ჟი­რე­ბამ სი­მარ­თლე არ და­ა­ნა­ხა. და­ვი­წყებ იმით, რომ ეკ­ლე­სი­ი­დან არც არა­ვინ გა­მო­უ­ძე­ვე­ბი­ათ და არც არა­ვის­თვის­თვის ლოც­ვა არ აუკ­რძა­ლავთ. ეს უბ­რა­ლოდ უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლია, რო­მე­ლიც მის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა სინ­დი­სის­თვის მი­მინ­დვია.

Rating

ჩემ­მა აწ უკვე მე­უღ­ლემ კი, ეკ­ლე­სი­ა­ში მოს­ვლა 20 წუ­თით და­აგ­ვი­ნა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ცობ­ში მოხ­ვდა. შე­სა­ბა­მი­სად, იოლი მი­სახ­ვედ­რია, რომ ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, ქა­ლაქ­ში გზე­ბი არა­ვის გა­და­უ­კე­ტავს. არც ქორ­წი­ლის მომ­ზა­დე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ყვა­ვი­ლე­ბის მორ­თვას მოჰ­ყო­ლია იმ თან­ხის ხარ­ჯვა, რა­ზე­დაც ასე აპე­ლი­რებ­დნენ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში იყო, ვი­ნა­ი­დან ზო­მი­ე­რე­ბა ჩემი ოჯა­ხის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია. და თუ იმ დღეს რა­მე­ში გა­მო­ი­ხა­ტა ზო­მი­ე­რე­ბის და­კარ­გვა - მხო­ლოდ მე­გობ­რულ ერ­თგუ­ლე­ბა­ში, სიყ­ვა­რულ­ში, სი­ხა­რულ­სა და ერ­თად დგო­მა­ში.ჩემი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია კრი­ტი­კოს­თა პრე­ტენ­ზი­ე­ბი და­ხარ­ჯუ­ლი სახ­სრე­ბის მო­ცუ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ მეს­მის, რაზე უნდა ვა­ბა­რებ­დე მათ ან­გა­რიშს?!


ქველ­მოქ­მე­დე­ბა სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა და არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნი სი­კე­თეს ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბით აკე­თებს, და თუ ქველ­მოქ­მე­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით იტ­ვირ­თე­ბა, მა­შინ ის კარ­გავს თა­ვის არსსა და მადლს. მინ­და ყვე­ლას ვუ­სურ­ვო, რომ გა­უხ­სნან გული სიყ­ვა­რულს. მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს ძა­ლუძს გა­ხა­დოს ადა­მი­ა­ნი უფრო ძლი­ე­რი, ქალი უფრო ლა­მა­ზი, მა­მა­კა­ცი უფრო კე­თი­ლი, სული უფრო მსუ­ბუ­ქი, ცხოვ­რე­ბა კი უფრო მშვე­ნი­ე­რი!" - წერს ბერა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS