ჯვრისწერაზე სიძე-პატარძალი "სამოსელი პირველის" ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი, ქორწილში კი სხვა ტანსაცმლით მივიდნენ. სიძეს კლასიკური შარვალი და პიჯაკი, ხოლო ნანუკას Ralph & Russo-ს ცისფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც სამოდელო სახლის 2016 წლის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 42 000 დოლარზე მეტია. ჩვენი
ქორწილის სტუმრებს შორის იყო ბერას მეგობარი, მსახიობი თემო მჟავია, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველს წვეულების საინტერესო დეტალებს უზიარებს:
- ნანუკას და ბერას ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ! ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ულამაზეს წყვილს შეეფერება. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო იმ ინფორმაციას, რაც მათ ჯვრისწერასთან დაკავშირებით გავრცელდა. დაიწერა თითქოს სვეტიცხოველი დაკეტეს, რაც არ არის სიმართლე. უამრავი ადამიანი იყო იქ და ამაში ყველა დამეთანხმება. ხალხს გადაადგილებაში ხელი ნამდვილად არ შეშლია. არაფერი არ ყოფილა ჩაკეტილი და ტყუილია, რაც გავრცელდა.
- თქვენ როდის გაგაცნოთ ბერამ ნანუკა?
- არ მგონია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი საინტერესო იყოს... ქორწილამდე დიდი ხნით ადრე გამაცნო ბერამ ნანუკა და თავიდანვე მომეწონა, ულამაზესი გოგონაა და ამავე დროს უშუალო ადამიანი, რაც იშვიათობაა. როდის გაიცნეს ერთმანეთი და სხვა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად განვითარდა და გაგრძელდა მათი სიყვარულის ამბავი.
ბერა ქორწილში უბედნიერესი იყო და მეც ბედნიერი ვიყავი ჩემი ძმაკაცის ბედნიერებით! რაც შეეხება მშობლებს, ისინი განსაკუთრებით ბედნიერები არიან ასეთ დროს და ასე მოხდა ბერას ქორწილშიც.
- ქორწილის დაგეგმვისას რჩევებს გეკითხებოდათ ბერა?
- მე როცა დავქორწინდი, ქორწილი არ მქონია, შესაბამისად რჩევებს ვერ მკითხავდა. უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევაა ამ დროს საჭირო. ჩემი რჩევა არც გამოადგებოდა.
- რა აჩუქეთ ძმაკაცს ქორწილში? განაგრძეთ კითხვა: