''რამდენი ადამიანი მახსოვს ვანო მერაბიშვილის გვერდით. მაბარებდნენ, გადაეცი, რომ ძალიან გვიყვარსო და ა.შ. და დღეს? ყველა ჩუმად არის. ეს არის დრო, მე მცხვენია თქვენს მაგივრად… მე მიყვარს ვანო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ნაციონალი. ამაზე არის ანდაზა ''დრონი მეფობენ და არა მეფენი!'' ვანო მე
ნინის ამ ''სტატუსს'' სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მომღერალს ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი აღედგინა და განმარტება გაეკეთებინა.
''ორი თვე არ მქონდა ''ფეისბუქი'', იმიტომ, რომ მსგავსი შემოტევებისგან დავიღალე! ეს რომ ჩემი ნათქვამი არ არის, უნდა გადაამოწმოთ და ჩემი სახელით, რომ ყველა მოხალისეა დარეგისტრირებული და რასაც უნდა იმას პოსტავს, ესეც უნდა გესმოდეთ. მსგავს არასწორ ინფორმაციებს არ უნდა დებდეთ, რადგან ამისთვის რომ გიჩივლოთ, აუცილებლად მოვიგებ'' -წერს მომღერალი.
სალომე დადიანი
''რეიტინგის'' საიტისთვის




















