24 თებერვალი, 2014
ნინი ბადურაშვილი ვანო მერაბიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე განმარტებას აკეთებს
ალბათ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მომღერალს ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი აღედგინა და განმარტება გაეკეთებინა მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, ბოლოს კი ''ფეისბუქი'' საერთოდ გააუქმა. დღეს მოულოდნელად ერთ-ერთმა საიტმა ნინის სტატუსი გაავრცელა:

''რამდენი ადამიანი მახსოვს ვანო მერაბიშვილის გვერდით. მაბარებდნენ, გადაეცი, რომ ძალიან გვიყვარსო და ა.შ. და დღეს? ყველა ჩუმად არის. ეს არის დრო, მე მცხვენია თქვენს მაგივრად… მე მიყვარს ვანო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ნაციონალი. ამაზე არის ანდაზა ''დრონი მეფობენ და არა მეფენი!'' ვანო მე
მიყვარს ვანო და კიდევ რა მინდოდა მეთქვა საზოგადოებისათვის, სანამ ვანო იყო სახლში მარტო არ მეშინოდა, ახლა კი სახლშიც მეშინია და სამსახურიდან წამოსვლისასაც, რომელიც 100 მეტრში მაქვს'' -ვკითხულობთ ნიუსში და ტექტსი ნინი ბადურაშვილის სტატუსად არის გასაღებული.

ნინის ამ ''სტატუსს'' სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მომღერალს ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი აღედგინა და განმარტება გაეკეთებინა.

''ორი თვე არ მქონდა ''ფეისბუქი'', იმიტომ, რომ მსგავსი შემოტევებისგან დავიღალე! ეს რომ ჩემი ნათქვამი არ არის, უნდა გადაამოწმოთ და ჩემი სახელით, რომ ყველა მოხალისეა დარეგისტრირებული და რასაც უნდა იმას პოსტავს, ესეც უნდა გესმოდეთ. მსგავს არასწორ ინფორმაციებს არ უნდა დებდეთ, რადგან ამისთვის რომ გიჩივლოთ, აუცილებლად მოვიგებ'' -წერს მომღერალი.

სალომე დადიანი
''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მარიკო
ხო მახსოვს მიშისტი იყავი ეხლა აგარ გიყვარს ვანო?
15:53 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოჰ
ნინის თუ არა მე მიყვარს ვანო, და ეს აზრები ზუსტად ჩემსას ემთხვევა
12:49 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი ორ კურდღელს იჭერს
ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე არ იყვნენ ნაციონალების მაგარი მხარდამჭერები რომ იყვნენ? და ნაციონალების მაიკებს რომ ურიგებდნენ ხალხს? ეხლა ნინის ორი კურდღლის დაჭერა უნდა ხომ? დიახაც ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია, წკრიალაშვილი, ჩხეიძე,სადუნიშვილი და ა. შ. მიშისტები იყვნენ და არიან კიდეც, ისინი არ უარყოფენ მაგრამ ნინი ბადურაშვილი რას იპრანჭება, მიშას დროს გეკითხათ ერთი ვის მხარეს ხარო?????????????????????????????????//
10:12 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტინა რამიშვილი
ძალიან მართალი დასაყვარელი გოგო ხარ გაიხარე
22:08 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ნინი შენ დაწყნარდი, მაგათ ნუ აყვები. ნინო ჩხეიძეს, ცქრიალაშვილს და სადუნიშვილის პატრონი არ ჰყავთ, მაგათ რომ პატრონი ყავდეთ მერაბიშვილს კი არ დაიცავდნენ. სამივე მერაბიშვილისნაირი საზიზღრები არიან
21:34 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ვავა ვავა
21:31 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გფგ
უნდათ რომ შეაძუონ ხალხს ნინი.აბა,ვანოს მაქებარი რომელ ნორმალურს ეყვარება?არა მგონია ნინი მაგ დონის გოგო იყოს.
20:33 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
EმუგრანტÈ
დაანებეთ ბადურაშვილს თავი Eს პოსტი ნინო ჩხეიძემ დაწერა და Gამოეხმაურაა წკრიალაშვილი და სადუნიშვილი შეძახილით ვანო გვიყვარხარ:დ
20:30 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ეს მართლაც მასეა მეგონა ნინიმ ჩემი აზრები წაიკითხა
20:16 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მერე რა
დარწმუნებული ვარ ნინიც და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ასე ფიქრობს. მანოს დროს რომ მსჰვიდად ვმოძრაობდით ეს ხომ ყვლას გვახსოვს
19:30 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS