12 ნოემბერი, 2018
"მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს და ვინმე იური მეჩითოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეს ამდაგვარ შეფასებას აძლევს ძალიან უინტერესოა ჩემთვის!"
მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში იური მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება.

"მესმის, რომ 9 აპრილის თემა ყველა ქართველისთვის ძალიან მძიმეა, ამ თემას რომ ეხები, მინიმუმ სიტყვების ამგვარი კორიანტელისგან თავი უნდა შეიკავო ...

ვინმე იური მეჩითოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეს ამდაგვარ შეფასებას აძლევს ძალიან უინტერესოა ჩემთვის! საშინლად მიუღებელია ამ ნათქვამის დაკავშირება პოლიტიკასთან და სალომე ზურაბიშვილთან!!!

მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს და წამყვანის ამგვარი გინების შემდეგ არ მგონია მას რამე ადარდებდეს გარდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა...

P.S.
ვინც ხმას აძლევს ვაშაძეს, ჩემთვის ყველა ნიკა გვარამიაა და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ნიკა გვარამია აღმოჩნდება" - წერს ქარსელაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS