11 ნოემბერი, 2018
"სვეტიცხოველი დახურა" - ვინ არიან ბერა ივანიშვილის მეჯვარეები
ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებენ.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ და ფოტოს აქვეყნებენ.

ბერამ და ნანუკა გუდავაძემ 18 სექტემბერს იქორწინეს და ჯვარი დღეს დაიწერეს.

ცნობილი ბიზნესმენის ვაჟის მეჯვარეები რეპერი ამიკო და უმცროსი ძმა ცოტნე ივანიშვილი არიან.

სიძე და მეჯვარეები ტაძარში ქართულ ჩოხებში გამოწყობილები მივიდნენ.

ჯვრისწერის შემდეგ, ცერემონიალი ბიოლში გაგრძელდება, სადაც დაახლოებით 120 სტუმარია მიწვეული.

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS