ნანუკა გუდავაძე ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ჯვრისწერის წინ, ნანუკა და ბერა პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. მან ივანიშვილებს და გუდავაძეებს საპატრიარქოში უმასპინძლა.
ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი მეჯვარე მისი მეგობარი, რეპერი ამიკო ჯანელიძეა.
სადღესასწაულო ცერმეონიალთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარი დილიდან ყვავილებით მორთეს და ადგილზე იმყოფებიან მეუფეები და დედაოები.
სვეტიცხოველში უკვე მივიდა ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან
ტაძარში ჯერჯერობით არ მისულა პატარძალი. ბერას ჯვრისწერაზე თეთრი ჩოხა აცვია.
ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.