მომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეკა მგალობლიშვილი წერს.
კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა. ნინი შერმადინი ორგანიზატორებმა საქართველოში შეარჩიეს და პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს, სადაც ქართველმა მომღერალმა გაიმარჯვა.