მსახიობის დედამ ციალა ბეჟაშვილმა „სარკესთან“ ისაუბრა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზზე.
“მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო".