06 ნოემბერი, 2018
"ჩემი გვირგვინის გამო საქართველოს ვერ გავლანძღავდი" - კესარია კრიტიკოსებს პასუხობს
კესარია აბრამიძემ Miss Trans Star International 2018-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს საუკეთესო გოგონების ხუთეულში მოხვდა. კესარიას პრიზები გადაეცა და miss trans star international vote 2018-ს ტიტული მიენიჭა.

კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა, ესპანეთიდან დაბრუნებული მოდელი ექსკლუზიურად „რეიტინგს“ ესაუბრა.

კესარიამ ინტერვიუში კრიტიკსოების შესახებაც ისაუბრა, რომლებმაც ქართველი მოდელი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მსოფლიო ასპარეზზე საქართველოში არსებულ ჰომოფობიაზე და უმცირესობების ცაგვრაზე არ ისაუბრა. 
"შემეძლო მესაუბრა ამ საკითხებზე, მაგრამ ჩემი ქვეყანა დავიცავი და მსოფლიოს ვაჩვენე, რომ ლოიალური, პროგრესული ადამიანები ვართ
ქართველები.

ერთი გვირგვინი არაფერს წყვიტავს, თუ მოვყვებოდი იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება უმცირესობების მიმართ, მაღალ ქულებს დამიწერდნენ და ტაილანდელის ნაცვლად, მთავარი გამარჯვებული მე ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი გვირგვინის გამო საქართველოს ვერ გავლანძღავდი. მართალია, არც მხარდაჭერა მქონდა, არც დაფინანსება და უფრო მეტიც, ჩოხაც კი არ მომაქირავეს კონკურსზე ჩასაცმელად, მაგრამ ჩემი ხალხის გალანძღვის საშუალებას მსოფლიოს არ მივცემდი" - განაცხადა ინტერვიუში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ბრავო კესო!!!!!!!!!!
მადლობა კესარიას! ბევრად დიდი პატრიოტია ვიდრე ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი.
23:15 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
--------
ყოჩაღ!!!! აი ამას ქვია პატრიოტობა და არა ის რომ ეს გათახსირებული ნაცხროვა დარბის და ლაფს ასხავს თავის ქვეყანას მხოლოდ იმის გამო რომ ხელისუფლებაში უნდათ მოთრევა,ბოდიში მაგრამ ვერ მოგანიჭებთ ამ სიამოვნებას თქვე არაადამიანებო,მაგრამ ეს თქვენი სირბილი აღარავის არ აინტერესებს არც ევროპაში და არც ამერიკაში,ირბინეთ რამდენიც გინდათ,ერთი ეს თქვენი დებილი დარბის წიწაკამოსმულივით და მეორე თქვენ.მსოფლიოს დასაცინები გახდით ვეღარ გრძნოთ?სერიოზულად აღარავის აინტერესებთ.
14:53 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS