- საამაყოა, რომ ჩემი ქვეყანა უნდა წარვადგინო. მსგავსი რამ პირველად მიწევს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის დაღლაც, რაც მზადებას ახლავს. გამოვკითხე ბევრი რამ წინა „მის საქართველოებს“. ბევრი რჩევა მივიღე და ძალიან მომზადებული მივდივარ.
ნია წივწივაძე მის
- მიხარია, რომ ხე არ აღმოვჩნდი და მეგონა, რომ მოუქნელი ვიქნებოდი (იცინის). უნდა წარვადგინო „ილოური“. იმდენად მომწონს, რომ მინდა, როცა ჩამოვალ, კიდევ სადმე ვიცეკვო. სამოსიც „ილოურისთვის“ იკერება. იმდენად მომწონს, რომ მეუბნებიან, როცა გათხოვდები, ასეთი ჩაიცვიო. წლების მერე… (იცინის).