"მივიღე შეტყობინება საქართველოს მწერალთა კავშირმა მიიღო ერთ ხმად გადაწყვეტილება, რომ მე 22- წლის ასაკში გავხდი მწერალთა კავშირის წევრი, ოფიციალურ მოწმობას მოგვიანებით დავდებ.
მადლობა ყველას და მადლობა მწერალთა კავშირის თავჯდომარეს ასეთი დიდი სიუპრიზისთვის, უზომოდ გახარებული ვარ და ბედნიერი რომ ჩემს დოსიეს შეემატა ერთი ბუმბერაზი ტიტული საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრის წოდება." - წერს მასხულია სოციალურ ქსელში.
- მე დიდი ხანია ვწერ. დედაჩემიც ჟურნალისტი და მწერალთა კავშირის წევრია. სწორედ დედამ მირჩია, მოდი, მოვსინჯოთ სამწერლო წარმატების საფეხურიო და ასე გავხდი მწერალთა კავშირის წევრი. ორი წიგნი გამოვუშვი, "მიყვარხარ დედა" და "გადავარჩინოთ ერთმანეთი", ორივეში წარმოდგენილია ლექსები და ჩანახატები.
- გიორგი, ბევრი ადამიანი წერს საქართველოში და თქვენ რატომ მოგენიჭათ ეს ტიტული?
- ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი, ორივე მუყაოს ყდაზეა აწყობილი. ყველა დეტალს აკმაყოფილებს, მწერალთა კავშირის ასპარეზზე მისაღებად. ერთი კვირის წინ მივმართე მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბაღათერ არაბულს, ჩემი დოსიე მივუტანე და ისე მესაუბრა, ყველანაირი იმედი გადამეწურა.
თვითონ დამირეკა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და ძალიან ემოციებში ვარ. მინდა, ახალგაზრდა მწერალთა კავშირი გაიხსნას ქვეყანაში და ყველას ჰქონდეს გაწევრიანების საშუალება.
კრიტიკაც იქნება ჩემზე, მაგრამ მე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვარ და ვერ ავყვები ვერანაირ კრიტიკას.
- თავად თუ კითხულობ წიგნებს?
- რა თქმა უნდა, ახალი პოეტებიდან მიყვარს ნიკო გომელაური, რომელსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ასე იყო გალაქტიონის შემთხვევაშიც. საქართველოში ადამიანი როცა მოკვდება, შემდეგ უხსნიან ვარსკვლავსაც, მთვარესაც და მზესაც.
- შენ რის გახსნას ელოდები?
- მე არაფრის გახსნა არ მინდა. მსურს, ჩემი ლექსით დავამთავროთ ინტერვიუ.
დედი
შენმა ლექსმა ჩემო დედი,
საქართველო აამღერა,
ლამაზი ხარ როგორც გედი,
გედმა ყელი მოიღერა