05 ნოემბერი, 2018
“მარტო საქართველოში შეიძლება გვყავდეს ჰომოფობი ტრანსგენდერი,ბოლო სერიაში ტაბურეტკით ვხედავ საუკეთესო სისხლისღვრის სათავეში”
წელს “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის  საერთაშორისო კონკურსს პირველად შეუერთდა ქართველი მონაწილე. ქვეყნის სახელით კონკურსზე კესარია აბრამიძე წარსდგა. ღონისძიება 3 ნოემბერს, ბარსელონაში გაიმართა და მისი გამარჯვებული ტაილანდის წარმომადგენელი გახდა.

კესარია აბრამიძის კონკურსში გამოსვლას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. როგორც ჩანს, მოქალაქეთა ნაწილი კონკურსზე კესარიას სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა.

“ტრანსგენდერების კონკურსში რომ წარმოადგენ ქვეყანას, სადაც ტრანსგენდერ ქალებს კლავენ; მიკროფონს რომ გაწვდიან და იმის ნაცვლად რამე powerful speech მოარტყა უზარმაზარი აუდიტორიისთვის (სხვა კონკურსანტებივით) დაღლილი ვარო იძახი. ცხადია, ვერ გაიმარჯვებდა.
მარტო ფეხების კონკურსი ეგონა ეტყობა.

თურმე გასაოცარი ინტერვიუები ქონია. კაროჩე მარტო საქართველოში შეიძლება გვყავდეს ჰომოფობი ტრანსგენდერი. ბოლო სერიაში ამ კესარიას ტაბურეტკით ვხედავ საუკეთესო სისხლისღვრის სათავეში”, – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

კესარია აბრამიძე და "მის ტაილანდი" მაკიაჟის გარეშე

Rating

კონკურსის ფინალისტებს ზუსტად ერთი წუთი ჰქოდნათ, მიმართვის გასაკეთებლად, მაგრამ კესარიამ კითხვა ვერ გაიგო.

“დიდი მადლობა ყველას და ძალიან დაბნეული და დაღლილი ვარ!” მორჩა, მეტი არაფერი. შემდეგ კესო გავიდა ექვსეულში, სადაც მონაწილეებს ჟიურიმ კითხვები დაუსვა. კესარიას კითხეს - "what you think about overpopulation”. კესომ თარჯიმანს მიმართა: “აბა, მითარგმნე!” ერთმა სწორად უთარგმნა, მეორე (სავარაუდოდ სტილისტი) ამ დროს ეუბნება:  ” რას ფიქრობ ზედმეტ პოპულარულობაზე”. საბოლოოდ, კესოს პასუხი იყო “რას უნდა ვფიქრობდე, რაც უფრო მეტი კეთილი, საყვარელი და წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო კარგი..."

ამ გამოსვლას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"MISS TRANS STAR International Pageant-ის live-ს ვუყურე, რომელიც 5 წუთის წინ დამთავრდა და ორი სიტყვა მინდა დავწერო კესარიას "წარმატებაზე".

დავიწყებ იმით, რომ კესო მოხვდა ფინალურ ათეულში, სადაც ათივე მონაწილეს ჰქონდა 1 წუთი, რომ სიტყვით გამოსულიყვნენ. ათივე მონაწილიდან ყველამ ისაუბრა ლგბტ საკითხებზე, ზოგად გამოწვევებზე, თანასწორობის პრობლემებზე და ა.შ. კესარია ჯერ დაიბნა და სადღაც სხვა მიმართულებით გაიქცა, მერე ქართულად განაცხადა რომ "დიდი მადლობა ყველას და ძალიან დაბნეული და დაღლილია!". მორჩა, მეტი არაფერი.

შემდეგ კესო გავიდა ექვსეულში, სადაც მონაწილეებს ჟიურიმ კითხვები დაუსვა. კესარიას კითხეს "what you think about overpopulation". კესომ თარჯიმანს მიმართა "აბა მითარგმნე!". ერთმა სწორად უთარგმნა, მეორე (სავარაუდოდ სტილისტი) ამ დროს ეუბნება "რას ფიქრობ ზედმეტ პოპულარობაზე".

კესო დაიბნა (რაც ლოგიკურია) და კიდევ ერთხელ ათარგმნინა (ამჯერად ესპანურიდან). საბოლოოდ კესოს პასუხი იყო "რას უნდა ვფიქრობდე, რაც უფრო მეტი კეთილი, საყვარელი და წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო კარგი..."
სამეულში კესარია ვეღარ მოხვდა...

კონკურსის გამარჯვებული "მის ტაილანდი" სცენაზე

Rating

აი ვისაც გიკვირდათ რატომ არ ვუჭერდი ამ ადამიანს მხარს არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმოადგენდა.
როგორ შეიძლება, რომ ტრანსგენდერ ქალებს კლავდნენ შენს ქვეყანაში, ლგბტ საზოგადოებას უამრავი პრობლემა ჰქონდეს და ერთი-ორი წინადადება მაინც არ მოამზადო ამის აღსანიშნავად...", - წერს თაკო კერატიშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS