02 ნოემბერი, 2018
"ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ რაც ამოგდით პირიდან" - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს მიმართავს
მომღერალი ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის გარშემო აგორებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ვაფრენ შენზე და მენატრები ძალიან ნინი. მალე შემოგიერთდები. მანამდე მინდა გთხოვო რომ არ მიქციო ყურადღება ამ წალკოტს ნეგატივის და შეურაწყოფას. ეს ხო უსახური ფეიკებია, დაქირავებული კლავიტურის ვირთხები!

მიყვარხარ და გკოცნი ბევრს სუფთა,სიყვარულით სავსე გულში.”რაც არ გვკლავს გვაძლიერებს” “ ესეც გაივლის” “მტრესა რათ უნდა” და ა.შ შემდეგ.

რას დაუწერ იცი იმათ ვინც შენ გულს გტკენს და ცუდს წერს ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ
რაც ამოგდით პირიდან...

ნინი კი ჩემი გოგოა და რასაც აკეთებს მე ხო ვიცი მისი გული, მისი სისუფთავე, ერთგულება და სიყვარული მისი ქვეყნის მიმართ. ნინის არაფერი აკლია ისე ცნობისათვის და წავიდოდა ნებისმიერი მიმართულებით. გფარავდეს წმინდა ნინო, ამინ "", - წერს ზურა.

შეგახსენებთ, ნინი ქარსელაძე გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციის" სტუმარი იყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე ისაუბრა, რის გამოც მას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.

რაც შეეხება ზურა ხაჩიძეს, ის ამჯერად ამერიკაში იმყოფება, სადაც ემიგრანტებისთვის კოცნერტებს მართავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS