30 ოქტომბერი, 2018
თოშა ქებურიას ცოლს შვილის ნათლობაზე "დოლჩედაგაბანას" კაბა ეცვა
მილიონერმა თოშა ქებურიამ და მოდელმა ქეთი ჟღენტმა შაბათს გრანდიოზული ქორიწლი გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. 

წყვილის ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ასევე, მოწვეული ჰყავდათ მომღერლები რუსეთიდან. სტუმრების განწყობაზე თეონა კონტრიძე და ტიმატი ზრუნავდნენ.

ახალგაზრდა წყვილის ქორწილი მეორე დღესაც გაგრძელდა. დღის პირველ ნახევარში ქეთიმ და თოშამ ქალიშვილი კატერინა მონათლეს, პატარას ნათლიები წყვილის მეგობრები მარიამ შევარდნა, მარიამ ჩხატარაშვილი და კესო ლელუაშვილი არიან.

Rating


პატარა კატერინა ქებურია ბოდბეში გაქრისტიანდა, საიდანაც ნათლიებმა და სტუმრებმა "ამბასადორის" ეზოში გადაინაცვლეს. ქორწილის მეორე დღეს, სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. საღამოს კი წვეულება რესტორანში გაგრძელდა, სადაც სტუმრების გართობაზე "ქართული ხმები" ზრუნავდა.

ქეთი ჟღენტს ქორწილის მეორე დღესაც ცნობილი დიზაინერის კაბა ეცვა, მან "დოლჩედაგაბანას" ძვირადღირებული კაბა სწორედ ამ დღისთვის შეიძინა. 

Rating
Rating

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს ქალიშვილი 27 სექტემბერს შეეძინათ. როგორც ქეთიმ ინსტაგრამზე დაწერა, 27 მისი და თოშას საყვარელი რიცხვია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
აფსუს
ეხ ქრისტის შეწირე ახალგაზდობა , რა მოგიხდებიდა ეს ქებურიების ქონება
10:45 / 31-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნიფხავი რა ფერი ეცვა, გაგვაგებინეთ რაა აუცილებლაად!
22:07 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
ღმერთმა ბედიერები ამყოფოთ მაგრამ როდესაც ადამიანი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი რა საჭიროა ასეთი დეტალების წერა ხომ უნდა იფიქროთ რომ თქვენს მკითხველებს პურის ფული უჭირთ და ამ დროს ვიღაცის განცხრომაზე წერთ მე ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ეს არ მშურს მაგრამ ყველა ასე არ არის და მერე აგრესია მიდის მათ მიმართ დაფიქრდით ვის აპიარებთ და მერე როგორი ფორმით
18:12 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS