ცნობილი მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მსოფლიოს ტრანსგენდერების კონკურსზე გაემგზავრა. ვინ გახდება 2018 წლის „მის ტრანსგენდერის“ გამარჯვებული, 2 ნოემბერს ბარსელონაში გამოვლინდება.
კესარიას ესპანეთში თან ახლავს პირადი სტილისტი კობა მამულია, რომელსაც ჯეიკობის სახელით იცნობენ.
ჯეიკობ მამულია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე თვის წინ გაკეთებული სტატუსის გამო გახდა, სწორედ იმ სტატუსიდან გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილსა და კესარია აბრამიძეს ერთი სტილისტი, კობა ჯეიკობ მამულია ჰყავთ.
რაც შეეხება კესარიას, ის კონკურსის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და თავადაც გამარჯვების იმედი აქვს. "რეიტინგი" მოდელს წარმატებას უსურვებს.