30 ოქტომბერი, 2018
"შვილი რომ კაცს აკავებდეს, 8 მილიონი ვიქნებოდით" - ეკა ჩხეიძის ყოფილ ქმარს უცნობმა გოგონამ ბავშვი გაუჩინა
მსახიობი ეკა ჩხეიძე გუშინ ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო. ეკამ, ია ფარულავასთან, მისი ცხოვრების დაფარულ დეტალებზე და ბუნებრივია, ყოფილ ქმარზე ლევან მუშკუდიანზე ისაუბრა. წყვილი ერთმანეთს 8 წლის წინ დაშორდა.

"ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით, მისი და ნინა ჩემი კლასელი გახლდათ. მაშინ ფლირტი მქონდა სხვა მამაკაცთან, მაგრამ როცა ცოლობა მთხოვა იმ ადამიანმა, გავიქეცი. ცოლ-ქმრობა ჩემთვის ასოცირდება მარწუხებთან, ქვაბებთან, უთოსთან და ა.შ. ლევანისთან ვმეგობრობდი, ერთხელ მოვყევით საოცარ ავარიაში, გონს როცა მოვედი, უკვე გათხოვილი ვიყავი. მანამდე ვისაც ვუყვარდი, ის მოვიდა სანახავად და მითხრა, ავარია და თავის მირტყმა თუ გინდოდა, გეთქვა და მე მიგარტყმევინებდიო.

ლევანსაც ჩემნაირი დამოკიდებულება აქვს ოჯახზე. ეგეთ ადამიანს არ შევხვედრივარ. არაჩვეულებრივი ქმარი და მამაა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩვენი სიყვარული, ეჭვიანობის საფუძველი არ მიგვიცია ერთმანეთისთვის. ბევრს ვმოგზაურობდით, დიდ დროს ვატარებდით ცალ-ცალკე და ამაზეც არ გვქონდა პრეტენზია.


ბავშვებს დედა ზრდიდა. არაფერზე არ ჰქონდა ლევანს პრეტენზია, ჩვენ მეგობრები და შეყვარებულები ვიყავით 20 წელი. დათა როცა გავაჩინე, ის გახდა მთავარი კაცი ჩემთვის. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ სულ დათასთან ყოფნა მინდოდა. 35 წლის ვიყავი და ეტყობა ეს ასაკმა მოიტანა. ნამდვილი დედობა გამეხსნა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, ვნება გაქრა“, - განაცხადა ეკა ჩხეიძემ გადაცემაში.
მეუღლესთან დაშორებას ის საკუთარ თავს აბრალებს.

„ორ შვილს გეფიცებით, ჩემი ბრალი იყო ჩვენი დაშორება. სხვათა შორის, მედიკომ მითხრა, (მედეა ჩახავა - ეკა ჩხეიძის ბებია), თუ გიყვარს გაუშვი და თუ უყვარხარ ისევ მოვაო. იმისთვის რომ ჩვენი სიყვარული არ გადაგვარებულიყო, დავაპაუზეთ სიყვარული. თუმცა, მერე ლევანი გაძვრა და ერთმა გოგომ შვილიც გაუჩინა. გარეგნობითაც არ ვიცნობ იმ გოგოს. ის იყო ლევანის აწყვეტის ერთ-ერთი ქალი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ლევანს არავინ არ შეყვარებია და მე ვარ მისი ცხოვრების სიყვარული.

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, იმ ქალმა გადაწყვიტა, უცოლო კაცია ასე რატომ დავტოვოო, მაგრამ შვილი რომ კაცს აკავებდეს 8 მილიონი ვიქნებოდით“.

ეკა ჩხეიძემ გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ ყველა მამაკაცს ყოფილ მეუღლეს ადარებს და მეორედ ამიტომ არ თხოვდება.
მან ეთერში ფარული კონვერტი არ გახსნა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS