ქართველ მომღერალს და "ქუჩის ბიჭების" სოლისტს ამერიკაში ჯგუფის წევრი გურამიკო ლომიძეც შეუერთდა. მათ მიერ შესრულებულ სიმღერაზე "მიყვარხარ" დარბაზი, შეიძლება ითქვას, დაინგრა.
საღამოს, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობები ცუცა კაპანაძე და ხათუნა იოსელიანი. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მანანა ელიაშვილი.
ზურა
როგორც ქართველი ემიგრანტები აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბური კონცერტი ამერიკაში დიდი ხანია აღარ ჩატარებულა.
"რეიტინგი" ზურა ხაჩიძეს ამერიკაში დაუკავშირდა. იგი ემიგრანტებთან შეხვედრით აღფრთოვანებულია.
"ყოველთვის ემოციურია ემიგრანტებთან შეხვედრა და მე მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს შევხვდი. ნოსტალგიური საღამო იყო, ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. დაახლოებით 20 სიმღერა ვიმღერე და ამ უთბილეს და უკარგეს ხალხს, საქართველოში შეხვედრის იმედით დავემშვიდობე", - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
ზურა ამერიკაში შეხვდა საქართველოს გენერალურ კონსულს დიანა ჟღენტს, რომელმაც თბილი დახვედრა მოუწყო.
ასევე შეხვდა მამა საბას, რომელმაც ზურა ხაჩიძე და გურამიკო ლომიძე დალოცა.
მომღერალმა ქველმოქმედებაც არ დაივიწყა და ოკეანის მიღმა ქართული ტაძრის მშენებლობისთვის გამართულ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. კონცერტზე ზურა ხაჩიძე მამა მატათამ მიიწვია.