29 ოქტომბერი, 2018
გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე შერიგდნენ
ქალაქში ჭორაობენ, რომ თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლეს შეურიგდა. მუსიკოსის და მსახიობის ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაფუჭდა. წყვილი წლებია ცალ-ცალკე ცხოვრობს. ბოლო პერიოდში თამრიკო საზოგადოებაში ყოფილ მეუღლესთან, გია როინიშვილთან ერთად ჩნდება. „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ აქვს მუსიკოსთან. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც თამრიკო ამ თემაზე განმარტებას აკეთებს.

– ვისარგებლებ შემთხვევით და პირადზეც გკითხავთ... ქალაქში ჭორაობენ, რომ ქმარს შეურიგდით...

– ჩვენ გაბუტულები არ ვყოფილვართ. იყო გულისტკენა, წყენა, მაგრამ, როგორც ჩანს, დრომ თავისი მოიტანა. ბევრი რამ გადავაფასეთ, ღირებულებები...ჩვენს ყველაზე დიდ
სიმდიდრეს – შვილებს, შვილიშვილები დაემატნენ. მზრუნველობა ჩემი მხრიდან გიას არც ადრე აკლდა და არც დღეს აკლია. უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთად ყოფნა გვიწევს.

– ადრე არ ჩნდებოდით გიას გვერდით საზოგადოებაში...

– მართალია. ახლა მიმაჩნია, რომ სასაცილოც არის იმაზე ფიქრი, ვინ რას იტყვის, ერთად თუ დაგვინახავს. ვინც ჩვენი გულშემატკივარია, მინდა დავამშვიდო, რომ ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღეს ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, ჩვენ ვიცხოვრებთ თუ არა ერთად. ვთვლი, რომ ასეთ ცხოვრებას მივეჩვიე. თუ რატომ მივეჩვიე, ამ თემის გაშლა ისევ გვატკენს გულს ორივეს, ამიტომ თავს შევიკავებ. როგორც ვარ, კარგად ვარ.


წყარო: პრაიმტაიმი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
Nana
Gisurvebt yovelive kargs cxovrebashi. Gmertma tkbilad shegaberot. Ufali iyos tqveni mfarveli amin❤❤❤❤❤❤
02:21 / 22-12-2018
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ღმერთმა დიდ ხანს გამყოფოთ ერთად კეთილშობილო ადამიანებო
13:51 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
გია
ვის დაკარგვია ან ერთი,ანაც მეორე?
23:15 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
გია
ვის დაკარგვნია ან ერთი,ან მეორე!
22:56 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ქ-ნი თამრიკოს ყველა ინტერვიუდან იკვეთებოდა, როგორ უყვარდა თავისი ქმარი. რასაც ამბობდა, ადანაშაულებდა გიას თუ აკრიტიკებდა, ყველაფერი გულისტკივილი იყო მისი, რომ საყვარელმა ადამიანმა უღალატა, მიატოვა, თორემ სიძულვილით ნამდვილად რომ არ ძულდა ალბათ ყველა მიხვდებოდა ამას. ეხლა უაზრო ამპარტავნობის გამო ნამდვილად არ უნდა იყვნენ ცალ-ცალკე.
18:26 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
-------
ასეც ვიცოდი რომ ამ როინიშვილის გულისთვის შეეტენა ნაცებს,კაცს მაინც გავდეს,არც შენ ხარ დიდი ხვითო მაგრამ ნაცებში გადაბარგების შემდეგ საერთოდ დამეკარგა წარმოდგენა.
17:09 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
თამო
იქნებ აწი მაინც დაწყნარდეს ეს ტამრიკო
17:02 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მზია
zlivs movismine ragac pozitiuri.gagvexarda!
15:03 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ძალიან გამეხარდა.. თამრიკო ძალიან ყოჩაღი ხარ!
13:25 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ფისო
ძალიან მიყვარს თამრიკო და ყველაფერს კარგს ვუსურვებ, ნეტავ მარიამმა და გიორგიმაც აღადგინონ ოჯახი...
11:56 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS