ქეთისა და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.
პატარძალს ქორწილში ეცვა ულამაზესი კაბა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა "ელ სააბის" მოდის სახლმა. ქეთი პრესტიჟულ მოდის
რაც შეეხება სიძეს, ის კლასიკურად შემოსილი იყო. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.
თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელოზე ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.
ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიალს ქართულ-რუსულად უძღვებოდა.
მას შემდეგ, რაც წყვილი კაჭრეთში ვერტმფრენით დაეშვა და ხელი მოაწერეს, ცაში აფრინდნენ თეთრი მტრედები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიძინეს.
წყვილმა ტრადიციებს ცეკვის დროს უღალატა და ქართულის ნაცვლად თანამედროვე ნომერი დადგეს. მათ ჯეიმს ბრაუნის სიმღერაზე იცეკვეს.
ტრადიციული სადღეგრძელოების კვალდაკვალ, საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ "შვიდკაცა", სალომე კორკოტაშვილი და სპეციალურად ქორწილისთვის რუსეთიდან მოწვეული თეონა კონტრიძე. თოშა ქებურიას საკუთარ ქორწილში ქეთა თოფურიას მოწვევაც უნდოდა, მაგრამ მან მეგობრის, ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებულის ქორწილში სიმღერაზე უარი თქვა.
ქორწილის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, წყვილმა სტუმრებთან ერთად ეზოში გადაინაცვლა, სადაც უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრეს. მათი საქორწინო ტორტი ქრისტინესა და ხუანის ტორტს გავდა, თუმცა, უფრო გრანდიოზული მოცულობის გახლდათ.
საქორწინო ცერემონიალის მეორე ნაწილში ქეთიმ და თოშამ გამოიცვალეს, სიძე სტუმრებთან კლასიკური სამოსით და კედებით დაბრუნდა, ხოლო პატარძალს ოქროსფერი კაბა ეცვა. ისინი სცენაზე ავიდნენ და დაქორწინება, რუსეთიდან მოწვეულმა რეპერმა ტიმატიმ მიულოცათ, რის შემდეგაც ლეზგინკა იცეკვეს და საღამო სწორედ ტიმატის კონცერტით გაგრძელდა.