მომღერალ თეონა კონტრიძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კონტრიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, სახლი არა ჟორჟოლიანის, არამედ მისია.
„ამჟამად ვიმყოფები კახეთში. კონცერტი მქონდა და ტრადიციულად, ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას.
სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ, მილიონიგზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებისგან მისი ყოფა.
უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“, - წერს თეონა კონტრიძე.