28 ოქტომბერი, 2018
თეონა კონტრიძე "რუსთავი 2"-ს ტყუილში ამხელს
ე.წ. სახლების სკანდალი წინასაარჩევნოდ გრძელდება. "რუსთავი 2"-მა გუშინ, შაბათის კურიერში ქართველი დეპუტატების მორიგი სასახლეები აჩვენა, მაგრამ ისევე როგორც გასულ სიუჟეტებში, აქაც მოუვიდათ დიდი შეცდომა.

მომღერალ თეონა კონტრიძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კონტრიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, სახლი არა ჟორჟოლიანის, არამედ მისია.

„ამჟამად ვიმყოფები კახეთში. კონცერტი მქონდა და ტრადიციულად, ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი.
რას ვხედავ, შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის „ოლიგარქული“ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე).

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას.

სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ, მილიონიგზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებისგან მისი ყოფა.

უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“, - წერს თეონა კონტრიძე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS