გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა და თავის ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა.
აზერბაიჯანელი კომპოზიტორის თქმით, მან ეს სიმღერა 1991 წელს, რეჟისორ რამიზ მირზოევის შვილის ქორწინების საპატივსაცემოდ დაწერა.
"იმედი მაქვს, რომ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერის ავტორობის პრეტენდენტია, აქვს ღირსება, რომელიც ქართველ ხალხს ყველასგან გამოარჩევს და ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სულ მცირე
"რეიტინგი" მომღერალ დათო ხუჯაძეს დაუკავშირდა.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანზე? მადლობა მითხრას, 27 წლის წინ დაწერილი სიმღერა თუ გავუპიარე. საერთოდ ამოვიღე ეს მელოდია ჩემი ალბომიდან, სადმე გინახავთ, რომ ამ სიმღერას ვმღერი?
- მე მოვუსმინე ამ სიმღერის ორივე ვერსიას და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს...
-ხო არ ვიცი, ამ სიმღერის ტექსტი ჩემი დაწერილია და ის ამბობს, თითქოს მისამღერის მელოდია ჰგავს მის სიმღერას.
- ის ბოდიშის მოხდას გთხოვთ, მოუხდით ბოდიშს?
- აქეთ გადამიხადოს მადლობა, პიარი რომ გავუკეთე. ამ კაცზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გავაკეთო.