ლაშა ჯოხაძე:
ამ სეზონზე პერფორმანსის სახით წარვდექი. შევუერთდი მოდის კვირეულის აქციას ბუნების დაცვასთან დაკავშირებით. იცით, რომ მოსაწვევებიც არ დაიბეჭდა და მხოლოდ ელექტრონული ვერსიით მიეწოდა მაყურებელს. მქონდა რამდენიმე ძველი კოსტიუმიც. მხოლოდ შავი ფერი წარმოვადგინე და გამოვხატე ჩემი პროტესტი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით.
წელს ღონისძიების ფარგლებში 20-მდე ჩვენება გაიმართა, ასევე სტუმრებისთვის რესტორან "ქალაქში" მოეწყო სადილი. თბილისის
ნინო იოსელიანი (ორგანიზატორი): წლევანდელი სეზონი გამორჩეული გახლდათ იმით, რომ თბილისის მოდის კვირეული ეკომოდაზე გადადის. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ღვინის უბანი ერთ-ერთ წამყვან ლოკაციად. გვინდოდა სტუმრებისთვის გვეჩვენებინა, რომ მოდის ჩვენება უფრო კრეატიულ გარემოშიც არის შესაძლებელი. 2020 წლისთვის მოთხოვნა ეკომოდაზე და ეკოტექსტილზე 75 მილიონს მიაღწევს, ამიტომ გვინდა, საქართველო მოწინავე ქვეყანა იყოს.
წელს, დროის სიმცირის გამო, ვერ მოესწრო აბსოლიტურად ეკოქსოვილისგან დამზადებული კოლექციების ჩვენება, მაგრამ მომავალი წლიდან ეს აუცილებელი მოთხოვნა იქნება. საქართველო მე-19 საუკუნემდე აწარმოებდა ეკოტექსტილს და ეკოქსოვილებს, ამიტომ უნდა დავიბრუნოთ ეს ტრადიცია.
თბილისის მოდის კვირეულისთვის საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ბრიტანული პროექტი "Gg", რომელმაც მოდის კვირეულის დახურვაზე დაუკრა.
ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი მოდური პრესის ათეულობით ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა.
ვერა ბუტს (რუსი დიზაინერი): მესამედ ვარ თბილისის მოდის კვირეულზე და აღფრთოვანებული ვარ, როგორც კოლექციებით, ასევე ორგანიზებით. მე პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ ჩამოვედი თბილისში, არა ერთ წამყვან მოდის კვირეულზე დავდივარ და მინდა გითხრათ, ქართული მოდის კვირეული გამორჩეულია.
ივანე ქეშიკაშვილი („ბომონდის“ რედაქტორი, მოდის ბლოგერი): წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო იმით, რომ თბილისის მოდის კვირეულმა ინტერნაციონალური სახე შეიძინა. მომწონს ტრადიციად ქცეული გახსნის ცერემონიალი, რომელიც ცნობილ მანდილოსნებს ეძღვნება და ეს კარგი ფემინისტური ნაბიჯია.
ჩვენებებს რაც შეეხება, მომეწონა ლაშა დევდარიანის პრეზენტაცია, რომელმაც სულ სხვა ხიბლი შესძინა მოდის კვირეულს, ასევე „საია“ უკრაინიდან და ქეთი ცხიკვაძე, რომელმაც ულამაზესი კოლექციით დახურა თბილისის მოდის კვირეული.