ირაკლი ლაბაძემ და მარიანამ გრანდიოზული ქორწილი რესტორან „გუჯარში“ გადაიხადეს. მათთან სტუმრად არა ერთი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ლელა წურწუმია, მამულიჩა, შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე.
ჩოგბურთელი მამულიჩას და შორენა ბეგაშვილის ქმრის ირაკლი ნანაძის უახლოესი მეგობარია.
ირაკლი ლაბაძეს ქართველმა მომღერლებმა სიმღერით მიულოცეს დაქორწინება.
საქორწინო ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია „D.tale“ გახლდათ.
ირაკლი ლაბაძე 37 წლისაა, 1998 წელს, იგი უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის ერთეულთა ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მომავალ პირველ
ვეტერანი ჩოგბურთელი მსოფლიოს 42-ე ჩოგანია.
ირაკლი ლაბაძე თბილისში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, წლების წინ მას არა ერთ ცნობილ მანდილოსანთან აწყვილებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ყველასთვის უცნობ გოგონაზე შეაჩერა.