19 ოქტომბერი, 2018
რისთვის შეიკრიბა ქართული ბომონდი ფუნიკულიორზე
თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის მე-18 სე­ზო­ნი 18 ოქ­ტომ­ბერს ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ლო­კა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შემ­თხვე­ვით არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ - წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ მო­დე­ლებ­მა ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე ფილ­მი­დან "დღე პირ­ვე­ლი დღე უკა­ნას­კნე­ლი" ფოს­ტა­ლი­ო­ნი გო­გო­ნას ეპი­ზო­დე­ბი გა­ა­ცო­ცხლეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვილ­მა ირინ­კა კავ­სა­ძემ და მსა­ხი­ობ­მა გო­გო­ლა კა­ლან­და­ძემ გახ­სნეს და სტუმ­რებს ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია გა­ახ­სე­ნეს.

Rating

ამის შემ­დეგ კი სტუმ­რებ­მა გაგ­ზავ­ნეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე­სა­ტებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­ბარ­დე­ბა.

თაკო ჩხე­ი­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

"წლე­ვან­დე­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის
ჩვე­ნე­ბებს ვი­ხი­ლავთ. მი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი მო­დის და კულ­ტუ­რის მი­მართ უცხო­უ­რი პრე­სა ასეთ ინ­ტე­რესს იჩენს. თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი ამ სე­ზო­ნი­დან კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს: კერ­ძოდ ეკო-მი­მარ­თუ­ლე­ბას, რის გა­მოც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმ დი­ზა­ი­ნე­რებს ექ­ნე­ბათ, ვინც სა­მოსს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლე­ბის­გან ამ­ზა­დებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა 21 ოქ­ტომ­ბერს ქეთი ჩხიკ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა".

Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
buba
ქართული ბომონდი:D:))))
13:09 / 22-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS