19 ოქტომბერი, 2018
"ქვეყანა ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოთ" - ლაშა მაზანაშვილი პოლიტიკაში მოდის
ახალგაზრდა პოეტი ლაშა მაზანაშვილი არც მეტი არც ნაკლები პოლიტიკაში მოდის. მან ეს გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად განაცხადა. ლაშა მაზანაშვილი დიდ პოლიტიკაში "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, მერაბ შათირიშვილთან ერთად აპირებს მოსვლას, დეტალურად ამის შესახებ ის "რეიტინგს" ესაუბრა.

- ლაშა, რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?
- ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ტალახშია საქართველო და მინდა, ჩემი რესურსით ამ ჭაობიდან ამოვიყვანო. მე მაქვს ამის დიდი რესურსი, რომელსაც გამოვიყენებ.

- მერაბ სათირიშვილთან ვისი იდეით გაერთიანდით?
- ბატონმა მერაბმა ნახა ჩემი ლექსები და პატრიოტული ვიდეოები,
მოეწონა, დამიკავშირდა და შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა "ღირსეული საქართველო". ჩვენს გუნდში არა ერთი ცნობილი სახეა, მათ შორის ექსპერტი მამუკა არეშიძე. კვირას გვაქვს დიდი შეკრება, სადაც საზოგადოება გაიცნობს ამ მოძრაობის დანარჩენ წევრებს.

- ვინ გაფინანასებთ?
- არ გვყავს დამფინანსებელი, ოფისის ფულსაც ჩვენი ჯიბიდან ვიხდით.

- იმედი გაქვთ, რომ წარმატებულად მოხვალთ ხელისუფლებაში?
- რა თქმა უნდა, მე ამის დიდი რესურსი გამაჩნია. იცით, ბევრი მიმდევარი მყავს ინტერნეტში, მექნება შეხვედრები ახალგაზრდებთან და მათი მეშვეობით წავიყვანთ ქვეყანას წარმატების გზაზე.

- ლექსებს ვინ დაწერს, როცა ხელისუფლებაში მოხვალ?
- ყოველთვის დამრჩება დრო ლექსების დასაწერად.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
ვახ როგორ აფრენს ეს საწყალი
03:08 / 22-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS