ირაკლი კაკაბაძე წერს:
„სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და საკუთარი სიცოცხლითაც გაურისკავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ხდება. იმედია, საქართველოში ზრდილობა გვექნება.
აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია
დაადგება თუ არა ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გზას და დატოვებს თუ არა პროექტს, ამის გასარკვევად "რეიტინგი" კონკურსანტს დაუკავშირდა.
- ბატონო ირაკლი, თქვენი პოსტი ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, თქვენც დატოვოთ პროექტი...
- ჯერჯერობით ამ თემაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.