17 ოქტომბერი, 2018
"იმედის“ პასუხი ლალი მოროშკინას - „ძაბვის ვარდნა მას არ ეხებოდა“
ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. მიზეზად ლალი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკის უცენზურო ფრაზასა და ძაბვის ვარდნას ასახელებს.
ჩვენ „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა ცერიაშვილს დავუკავშირდით.

ლაშა ცერიაშვილი:

- ახლა ვნახე მეც ლალის სტატუსი. გუშინ საკმაოდ გვიან მოვრჩით საქმეს და არაფერი ვიცი. მინდა, გავერკვე, რაშია საქმე.

- ლალი წერს ზაკის კომენტარზე და ძაბვის ვარდნაზე...

- ძაბვის ვარდნა ხდება, ეს ტექნიკური საკითხია. თან ეს მას არ ეხებოდა. ეს ინციდენტი მინუსი არ
მგონია ყოფილიყო კონკრეტული წყვილისთვის. პირიქით, მდგომარეობიდან მალე გამოვიდნენ და თავიდან იცეკვეს.

- ლალი წერს, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი პროექტიდან გამოთიშვისა და ის თავის ადგილს უთმობს მათ...

- ასეთი რაღაცეები თანხმდება ფორმატის მფლობელთან. შოუს თავისი წესები აქვს და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ლალიმ ნამდვილად მიიღო გადაწყეტილება, ეს პროექტის მესვეურებთან უნდა შეთანხმდეს. მე არ მგონია ძაბვის ვარდნის გამო მომხდარიყო ყველაფერი.

- ალბათ არსებობს კონტრაქტი, თუ ლალი პროექტს მართლაც დატოვებს, ჯარიმა დაეკისრება?

- კონტრაქტი ყველას აქვს, მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, ქორეოგრაფებს. თუმცა, იმედი მაქვს, ასე დრამატულად არ განვითარდება მოვლენები და გამოსავალს ვნახავთ ერთად.

- ლალი საუბრობს უკრაინელ ქორეოგრაფებზე და ტყუპებზე. რეალურად დგას, მათი პროექტიდან გაშვების საკითხი?

- ხომ გეუბნებით, ძალიან გვიან დავამთავრეთ გუშინ მუშაობა...

- რა მოხდა, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ლალის?


- ეს ჯობია მას კითხოთ. ლაივის დღეს ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, იმის იქით და აქეთ, კულუარებში რა ხდება, ვიგებთ მეორე დღეს. რა და როგორ მოხდა შიგნით, მე არ ვიცი. დღეს შევეცდები გავარკვიო.

- ანუ სრულიად მოულოდნელი იყო ლალის პოსტი თქვენთვის?

- აბსოლიტურად! გაოცებულიც კი ვარ.


წყარო: პრაიმტაიმი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Eka
მოცლილები ხართ რა... ქვეყანა ყირაზეა და თქვენ ვინ სად გაერთოთ და აისრულოთ ყველა სურვილი ის გადარდებთ... ნეტა რამ აგატინგიცათ ეს ამხელა ხალხი...
15:56 / 17-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS