16 ოქტომბერი, 2018
რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი თბილისის მოდის კვირეული
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 - დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის N1 ).

კვირეულის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს და ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - ,,Style Icon”, რომელიც
მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები.

Rating

კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან. პრესკონფერენციას დაესწრენენ თბილისი მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და „SOLO Lifestyle“- ის დირექტორი ნინი ჩიქოვანი. როგორც თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოდის კვირეულის ეს სეზონი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგება მაყურებლის წინაშე.

მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და მათ ღოისძიებაზე დასწრებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესთავაზებენ. ჩვენებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველისათვის საინტერესო იქნება.

Rating

მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „სტილის კერპის“ მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება და მის შემოქმედებასა და ხსოვნას ასეთ პატივს მიაგებენ. როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მედიას განუცხადა - „მოდის კვირეულის ახალი პარტნიორი ჰყავს -,, საქართველოს ფოსტა" და საპატიოა, რომ ქვეყანაში არსებული ეროვნული ოპერატორი დღეს სწორედ აქ დგას.

მოგეხსენებათ , ფილმი ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი” კინომატოგრაფიაში ის ნამუშევარია, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო საფოსტო საქმიანობა. ფოსტალიანის პროფესია კი, ყველასთვის პატივსაცემმა ქალბატონმა ბელა მირიანაშვილმა და სერგო ზაქარიაძემ მიიტანეს მაყურებლამდე და გააცნო საზოგადოებას ის დიდსულოვნება და კეთილშობილება, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მოდის კვირეული ხელს უწყობს ქართველი დიზაინრების მიერ შექმნი ნაწარმის გაცნობას როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო მომხმარებლისთვის, ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავერთვებით და შევთავაზებთ დიზაინერებს საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტს „ქართული პროდუქტი მსოფლიოს, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაყიდული პროდუქციის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში"- აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ. კვირეულის 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“- კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.

Rating
ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან. თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი კომპანიები: საქართველოს ფოსტა, SOLO, კომპანია „სოკარი“, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები“, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“, დეკორატიული კოსმეტიკის ევროპული ბრენდი „ინგლოტი“, „ლა პარის“, „ჩაიჰანა ბაზარი“, რესტორანი „ქალაქი“ საინფორმაციო მხარდაჭერა : ტელეკომპანია „იმედი“,“ნარგისი საქართველო“,ჟურნალი “HELLO”,ჟურნალი“სითი“, ჟურნალი“ბომონდი“, ჟურნალი“FOREBS ”, ”MUSIC BOX”, “არტარეა „,“ალმა-alma “,რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“,“ივენთს ამბები.ჯი“,“Fashionholics Online”,”TREND.Ge,” „ინტერნეტ მედია ჯგუფი, ინგლისურენოვანი გამოცემა „Messenger”,საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS