16 ოქტომბერი, 2018
"მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი" - რა პირობები დაურღვია "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდუსერებმა ლალი მოროშკინას
ჟურნალისტმა, მწერალმა და პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. გადაწყვეტილების დეტალებზე ის ვრცლად „რეიტინგს“ ესაუბრა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მისი უკმაყოფილების მიზეზი ჟიურის ერთ-ერთი წევრი, გოჩა ჩერტკოევია, რომელსაც ლალი ბაბუაწვერას ადარებს.

„მე „ჯეოსტარელი“ და დამწყები არ ვარ. როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, მთელი რიგი პირობები იყო წინასწარ შეთანხმებული, აქ ცეკვის კუთხით ჩემი დონის ადამიანები უნდა დამხვედროდნენ, დაცული უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. მაგრამ ეს და მთელი რიგი პირობები დაირღვა. გვინდოდა, ლამაზი შოუ გვეჩუქებინა
ქვეყნისთვის, მაგრამ პროქტი გადადის უზრდელობაში.

როცა გოჩას და ზაკის გადასაწყვეტია, რაღაცეები ჩემს ქვეყანაში, იქ ჩემი ადგილი არ არის და მე დავტოვე პროექტი.

შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია მე და მითუმეტეს იასამნისფერწვერიანი კაცისგან როგორ მოვითმენ? მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი, სწორედ ეს ვერ გაიგო რამდენიმე კაცმა, მაგრამ ჩერტკოევმა ეს როგორ უნდა გაიგოს, როცა იმედმა და ორმა კაცმა გახადა პოპულარული.

უპრეცედენტო კონკურსანტები ყავდა წელს ამ პროექტს, მაგრამ ბაბუაწვერას გადააყოლეს ყველაფერი“, - განაცხადა მოროშკინამ.

შეგახსენებთ, ლალი მოროშკინა პროექტის ერთ-ერთი რეიტინგული კონკურსანტი იყო. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დათა
ლალისნაირი მიმწოლი და სამართლიანი ნეტავი კაცები იკოს ამ ქვეკანაში
11:37 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
:)
გიჟქალა :))))
20:48 / 16-10-2018
გამოხმაურება / 0 /
თამარი
რა კონფლიქტურია ეს ქალი,ყველგან ჩხუბობს :/ არადა მის ინტერვიუებს სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე
18:44 / 16-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS