მომღერალი ქეთა თოფურია "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ახალ ფოტოს, რომელზეც ის წელსზევით შიშველია. თუმცა, ქეთამ ინსტაგრამ-მიმდევრებს იმედები გაუცრუა, რადგან ფოტოზე მისი შიშველი ზურგი ჩანს. А’Студио-ს ქართველი სოლისტი განმარტავს, რატომ არ იხდის ფოტოსესიებში:
"არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან - უნდათ ჩემი გადაღება, თუმცა, მე არ მსურს შიშველმა ვიპოზიორო, მაქსიმუმი რაც შემიძლია - ჩემი მშვენიერი ზურგის ჩვენებაა. მახსოვს, ერთი ყვითელი გამოცემისთვის გადაღება გვქონდა. ყდაზე შიშველი ზურგით უნდა ვყოფილიყავი და გადაღების პროცესში მეუბნებიან - ქეთი, მოდი, გავაკეთოთ ორი
კადრი წინა მხრიდანაც, ხელები აიფარეთ, თუ არ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, თქვენი ნებართვის გარეშე არსად დავბეჭდავთ... და რას ფიქრობთ? გვიგზავნიან მთელ ფოტოსესიას, ვარჩევთ ფოტოს ყდისთვის, რომელზეც ჩემი ზურგი ჩანს და... ჟურნალი გამოდის ჩემი ანფასით!
განაგრძეთ კითხვა: