საქართველოში უამრავი გემოვნებიანი გოგონა ცხოვრობს, თუმცა, საკუთარი ჩაცმის სტილით განსაკუთრებულად გამოირჩევა ანუკა არეშიძე, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს. ბევრს უნდა მას მიბაძოს, მაგრამ რთულია, ეს გამოგივიდეს.
ანუკა არეშიძე მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მოდის ტენდენციებს, როგორც საკუთარ ჩაცმულობაში, ასევე საკუთარ კოლექციებში, მაგრამ არც ინდივიდუალიზმს კარგავს.
მოდის ტენდენციებს უწყობს ფეხს ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე, დიზაინერი და ანუკი
მილიონრების მოდური ცოლების რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა თოშა ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი და ბერას საცოლე - ნანუკა გუდავაძე.
ამჯერად ჩვენი ყურადღება მათმა ჩანთებმა მიიპყრო. ანუკი არეშიძეს, ნინა ზარქუას, ქეთი ჟღენტსა და ნანუკა გუდავაძეს ერთნაირი ჩანთები აქვთ.
ეს არის "დიორის" ჩანთა, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა და რომლის ღირებულებაც 2.350 $-დან 8.500 $-მდე მერყეობს.
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნინა ზარქუას ჩანთა სხვა ფერისაა.