ნატალია ვოდიანოვას შემდეგ, საქართველოს წლების წინ ყველასთვის საყვარელი ჯგუფის "ზვერის" სოლისტი რომან ბილიკი ეწვია.
საქართველოში ის ქართველ მომღერლებს შეხვდა, ბილიკს არც მეტი არც ნაკლები თვით, ქართული ესტრადის დივამ ლელა წურწუმიამ უმასპინძლა.
ქართველ კოლეგებთან ერთად და თბილისის ქუჩებში გადაღებული ფოტოები ბილიკმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ის განსაკუთრებით ჭაჭამ მოხიბლა, ბილიკმა ავთანდილის მაღაზიაშიც იშოპინგა, მაგრამ რა იყიდა, უცნობია.