წვეულებაზე შეკრებილები იყვნენ მათი მეგობრები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ელენეს საკუთარი ხელის მოწერის ცერემონიალზე ორიგინალური თეთრი კაბა, ხოლო ირაკლის თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.
ნინო ქორიძის ვაჟი ელენე მახარაშვილზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა.
წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს.
ირაკლი კვირიკაძე ფართო აუდიტორი
ის ამჯერად მუშაობს ჰოლივუდურ კინოპროექტზე, სადაც პარტნიორობას ენტონი ჰოპკინსი უწევს.
კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია.
პროექტში ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.
ფილმზე კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.