10 ოქტომბერი, 2018
ნინო ქორიძის ვაჟმა და ელენე მახარაშვილმა ნიუ-იორკში ოფიციალურად იქორწინეს
მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ და მოდელმა ელენე მახარაშვილმა ოფიციალურად იქორწინეს. წყვილმა ხელი ამერიკაში მოაწერა და წვეულება მოაწყო.

წვეულებაზე შეკრებილები იყვნენ მათი მეგობრები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

ელენეს საკუთარი ხელის მოწერის ცერემონიალზე ორიგინალური თეთრი კაბა, ხოლო ირაკლის თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.


ნინო ქორიძის ვაჟი ელენე მახარაშვილზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა.



წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს.


ირაკლი კვირიკაძე ფართო აუდიტორი
ამ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმიდან "მძევლები" გაიცნო, სადაც გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი "ბერლინალეზე" ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.

ის ამჯერად მუშაობს ჰოლივუდურ კინოპროექტზე, სადაც პარტნიორობას ენტონი ჰოპკინსი უწევს.

კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია.

პროექტში ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
შორენა
ვულოცავ დაწყვილებას.რა ბოღმა კომენტარებია?! გასკდით გულზე ბოღმიანებო,რომელ ნეხვშიც ხართ,იქედან ვერასოდეს ვერ გამოხვალთ
21:54 / 13-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ბომონძღს ახალი სახე შეემატა
გასცდებიან საქართველოს საზღვრებს და ეგრევე აიშვებენ. თქვენი ორიგინალურობა რა ვთქვი. სულ აკარგიბებთ ყველაფერს თავის სილამაზეს. ნუ ეხლა თუ ამერიკაში იქორწინეთ ე.ი.ძალიან მაგრები ხართ :), შოკუნიები :)
17:44 / 12-10-2018
გამოხმაურება / 0 /
გოიმი
აბაზანაში საქორწინო კაბით ფეხებგაჩაჩხული წოლა ახალი მოდაა? თუ იორიგინიალიურობააა )) აბა ავიტაცოთ გოგონებო, ასეთი სელფის გარეშე ქორწინება გამორიცხულია...
15:47 / 12-10-2018
გამოხმაურება / 0 /
სარა
სიგარეტი არ გაგივარდეს ხელიდან პატრარძალო
02:28 / 11-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეგეც თუ მოდელია...
23:01 / 10-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS