ხოჭოლავა რჩეულის ვინაობას, როგორც ჩანს, კარგა ხანს ასაიდუმლოებდა, რადგან ჯერ კიდევ მარტში "შახტარის" ფეხბურთელი ამბობდა, რომ მას მეგობარი გოგონაც კი არ ჰყავს, თუმცა, მაისში ქორწილი გადაიხადა. საქორწილო წვეულება და თაფლობისთვე წყვილმა პარიზში მოიწყო.
ხოჭოლავას რჩეულს ალინა ჰქვია, ის ყოფილი მოდელია, თუმცა, ახლა მთელ დროს ოჯახს უთმობს.
ქართველების უკრაინელი რძალი ინსტაგრამზე ალინა ხოჭოლავას სახელითაა დარეგისტრირებული და სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ერთ-ერთ პოსტში ის
"მინდა მოვუყვე ყველას, რომ მადლობელი ვარ შენი - შენი თავდადების, მიზანდასახულობისა და სიძლიერის გამო. ყოველ დილას დგები 08:00-ზე და მიდიხარ სავარჯიშოდ, ნებისმიერ ამინდსა და განწყობაზე. ყოველ დილით იღვიძებ 10 წუთით ადრე, რომ ჩემთან ჩახუტება მოასწრო. ეს მეორდება ყოველ დილით და ამას შენ ჩვენი მომავლისთვის აკეთებ.
მადლობა შენი იუმორისთვის, მაშინაც რომ გამაღიმებ, როცა ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე. მადლობა სიმშვიდისთვის, რასაც შენგან ვსწავლობ. შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც შევხვედრივარ. მადლობა სითბოსთვის, მზრუნველობისთვის, მოთმინებისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი - მადლობა შენ სიყვარულისთვის, ჩემო ძვირფასო. ბედნიერი ვარ, რომ შენისთანა მამაკაცი მჩუქნის ამ სიყვარულს!" - წერს ემოციურ პოსტს მეუღლეზე ალინა ხოჭოლავა დაათვალიერეთ ფოტოები