09 ოქტომბერი, 2018
"სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი" - მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს
ზალიკო ბერგერის მიერ გავრცელებულმა მაია ასათიანის ფოტოებმა საზოგადოება ტელეწამყვანის ორსულობაზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

მაია ასათიანმა ჭორები გვიან ღამით თავადვე გააქარწყლა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა!

დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად“, - წერს ასათიანი. 

Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
lalo
დადგმული სპექტაკლი
10:49 / 11-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS