მაია ასათიანმა ჭორები გვიან ღამით თავადვე გააქარწყლა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა!
დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად“, - წერს ასათიანი.