მისი თქმით, ამ დღესასწაულმა ხიბლი დაკარგა და მას არც საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ფორმა მოსწონს.
„თბილისელი კაცი მე ვარ, გივი სიხარულიძე. თბილისში დაბადებული და გაზრდილი. თბილისობა ჩემთვის არის რიტუალი, რომელიც ოდითგან მოდის.
რაც შეეხება დღევანდელ თბილისობას, ის ჩემთვის ცოტა გულისამრევიც კია, თბილისელობას ანიჭებენ ვიღაცეები... თბილისის საპატიო მოქალაქეს თბილისელები უნდა ირჩევნდენენ და არა რამდენიმე კაცი, კომისია და ა.შ. არ არის ეს სწორი.
თბილისის საპატიო მოქალაქეს
ყველაფერი არის დადგმა და ის, რაც დადგმით არის, არაფერი არ ვარგა. თბილისობის დროს ყველაფერი უნდა იყოს ნატურალური, ნატურალიზმი კი დაკარგა ყველაფერმა“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ.