ამ დღესთან დაკავშირებით, დავით დოიაშვილმა დადგა "თბილისური ვოდევილი", რომელიც ძველ თბილისში შეკრებილმა მაყურებელმა ქალაქის მერთან ერთად ნახა.
სპექტაკლში უამრავი ცნობილი მომღერალი თამაშობს, როგორც ჩანს, ქალაქის მერიამ წელს გული არავის დასწყვიტა და თბილისობისთვის მოწყობილ სცენაზე ყველას მიეცა გამოსვლის საშუალება.
"თბილისური ვოდევილის" მთავარი გმირები მომღერალი სოფია ნიჟარაძე და ლელა წურწუმია გახლდათ. სოფიამ და ლელამ სპექტაკლში რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.