06 ოქტომბერი, 2018
ბექა ბროლაძე შოუ-ბიზნესში ეროტიული კლიპით დაბრუნდა
მომღერალმა ბექა ბროლაძემ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შოუ-ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა და მსმენელს ახალი კლიპი შესთავაზა.

კლიპის პრემიერა ბექა ბროლაძის დაბადების დღეზე, გაიმართა კარაოკე "მუშტაიდში", სადაც საღამოს წამყვანი თამუნა მუსერიძე იყო. მან სტუმრების განწყობაზე ქართველ მომღერლებთან ერთად იზრუნა.

ბექა ბროლაძის ახალი სიმღერის "მხოლოდ შენ" ავტორი, ცნობილი და ყველაზე წარმატებული თანამედროვე კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.

რაც შეეხება ვიდეორგოლს, კლიპი ცნობილმა კინოდოკუმენტალისტმა თათა მეტივიშვილმა გადაიღო. მასთან ერთად კლიპზე ცნობილმა ფოტოხელოვანმა თამუნა ტაბატაძემ და სალომე საღარაძემ იმუშავეს.

ქართული შოუ-ბიზნესური ტრადიცია არც
ამჯერად დარღვეულა და კლიპის მთავარი შინაარსი სასიყვარულო ამბავი იყო. სამაგიეროდ, უჩვეულო გახლდათ კლიპის გადაღების ადგილი, ბექამ არც მეტი არც ნაკლები ვიდეორგოლი წყლის ქვეშ გადაიღო.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS