სილამაზის კონკურსი ნოემბერში ჩატარდება ბარსელონაში, სადაც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.
კესარიას სილამაზის კონკურსზე გამარჯვების იმედი აქვს. "აქაც ისეთი სტანდარტებია, როგორც მის მსოფლიოზე. ქართველი მისები მიდიოდნენ და მოდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე, თუმცა, არასდროს გაგვიმარჯვია.
სილამაზის კონკურსი სადაც ჩატარდა, ქართველმა ვერსად ვერ მოიგო და ვნახოთ, იქნებ ეს იყოს პირველი სილამაზის კონკურსი, სადაც საქართველო გაიმარჯვებს", - აცხადებდა კესარია, რამდენიმე თვის წინ, "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ჩანს, კესომ გადაწყვიტა, "მარიგოლდის" სამოსი მოირგოს და სოციალურ ქსელში ქართულ ნაციონალურ კოსტიუმებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
ჩიხტიკოპი და ქართული კაბები კესოს განსაკუთრებულად უხდება, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლებიც აღნიშნავენ.